LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე იქნება

110

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს ლია გიგაური დაიკავებს. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში განმარტავენ, ლია გიგაური სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს.

ლია გიგაური 2013-დან 2018 წლამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი. აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური, მენეჯერული და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სწავლობდა ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. ასევე, ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, მათემატიკა-ფიზიკის ფაკულტეტზე. ასპირანტურა საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტში გაიარა. არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.