LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვამ ​გრიგორი ლეპსი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

167
236630575

ლიეტუვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი და მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური სააგენტო „დელფი“ ავრცელებს.

ლეპსის წინააღმდეგ სანქციები ლიეტუვაში მოქმედი „მაგნიტსკის სიის“ საფუძველზე შევიდა, რომელიც ხელისუფლებას უფლებას აძლევს „შავ სიაში” შეიყვანოს კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პირები.

მიგვანია, რომ ის, რაშიც მას ადანაშაულებენ აშშ-ში, საკმარისი მიზეზია „შავ სიაში“ შესაყვანად“, – აღნიშნა ლიეტუვურ მედიასთან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გრიგორი ლეპსს აშშ-ის მიერ სანქციები 2013 წლიდან აქვს დაწესებული. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ რუს მომღერალს კრიმინალურ დაჯგუფებასთან აქვს კავშირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები