LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვის პრეზიდენტის მილოცვა საქართველოს – “ამაყები ვართ, რომ ვართ თქვენი მეგობრები”

109

ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტი ორი ქვეყნის მეგობრობას უსვამს ხაზს.

 

“ფორტუნა”  მისალოც ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

“ძვირფასო საქართველო,

ლიტვა გიგზავნით გულთბილ მოკითხვას ბალტიის ზღვის სანაპიროებიდან.

მთელი გულით ვულოცავთ თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას, რომელიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს.

თქვენი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ ძალზე გულადი ნაბიჯი იყო, რომელიც მოდიოდა ურყევი ნებიდან ყოფილიყავით თავისუფლები.

დღეს, ჩვენ ვაფრიალებთ ხუთჯვრიან დროშას, რომ ვიზეიმოთ თქვენთან ერთად

ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე ნება.

და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვართ თქვენი მეგობრები – მეგობრები მამაცი ერისა, რომელმაც ამდენს მიაღწია.

დიდება თავისუფლებას!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები