LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისის ტბაზე დაჭრილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა, მდგომარეობა მძიმეა

548
ექიმი

მამაკაცი, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრეს, რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

მამაკაცი დაჭრეს და მანქანიდან გადმოაგდეს

დაუდასტურებელი ცნობით, ის ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს.

„ავადმყოფი მოყვანილი იქნა უმძიმეს მდგომარეობაში, პრაქტიკულად გულის გაჩერებით. დასჭირდა გულისა და ფილტვის რეანიმაცია შემოყვანისთანავე. გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. დადგინდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, ბარძაყის არტერიის დაზიანებით. დაკარგული იყო დიდი რაოდენობის სისხლი.

გარდა ამისა, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, იყო შემავალი ჭრილობა, მაგრამ არ დასჭირდა დიდი ოპერაცია. რაც შეეხება ანგიოქირურგიულ ოპერაციას, ჩატარდა სწრაფად და მაღალ დონეზე, მაგრამ დაკარგული სისხლის რაოდენობიდან გამომდინარე,

ავადმყოფობის მდგომარეობა არის და რჩება კრიტიკულად მძიმე. სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მკურნალობა ტარდება. იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რჩება“, – განაცხადა რეგიონული ჰოსპიტალის ზოგადი ქირურგი მალხაზ ბურკაძე.

შეგახსენებთ, მამაკაცი გუშინ ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრეს, შემდეგ კი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები