ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისმა მეუღლემ ლიზა იასკომ მოინახულა.
უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და საჭიროა ბრძოლა:
“ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად უნდა იყოს ბედნიერი, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. ვისაც შეუძლია საკუთარი ხალხის გამო, ბევრ რამეზე წავიდეს, ეს ძალიან დასაფასებელია. მე ძალიან ვამაყობ მისით. ადამიანი, რომლესაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. ეს ძალიან დიდი ბრძოლაა, რომელიც გჭირდებათ თქვენ, რომ გაიმარჯვოთ, ბრძოლა მომავლისთვის. ძალიან მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გაათავისუფლონ. ამ მომენტში, ის არის პოლიტიკურ პატიმარი. ძალიან ცუდია, რაც მოხდა თქვენს პრეზიდენტთან მიმართებაში და საჭიროა ბრძოლა.” – თქვა იასკომ.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა დაიცვას პრეზიდენტის მომავალი, იმიტო რომ ეს ადამიანი არის დიდი გულით და მას აქვს უნარი მოხდინოს დიდი ცვლილებები:
“თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი და თქვენი პრეზიდენტის მომავალი, იმიტო რომ ეს ადამიანი არის დიდი გულით და მას აქვს უნარი მოხდინოს დიდი ცვლილებები. ჩვენ უკრაინაში, მას დიდ პატივს ვცემთ. ჩვენ უკრაინელებს, გვშურს, რომ გყავდათ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც ასევე უკრაინელი პოლიტიკოსიცაა. ძალიან მინდა რომ თქვენ ის დაიცვათ.” – თქვა იასკომ.