LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუჩანო პავაროტის 50 წლის ქვრივი დაქორწინდა

723
pavaroti20922

ლუჩანო პავაროტის ქვრივი, 50 წლის ნიკოლეტა მანტოვანი დაქორწინდა. მისი რჩეული 52 წლის ფინანსისტი ალბერტო ტინარელია, რომელიც ნიკოლეტამ 9 თვის წინ გაიცნო.

შეყვარებულებმა ჯვარი ბოლონიაში დაიწერს. ქორწილის ცერემონიამ უახლოესი მეგობრების წრეში ჩაიარა. ჯვრისწერას ესწრებოდა ლუჩანოსა და ნიკოლეტას ქალიშვილი, 17 წლის ალინჩე. ნიკოლეტა ქორწილის დღეს ცისფერ კაბაში იყო გამოწყობილი.

შეგახსენებთ, რომ  ლუჩანომ და ნიკოლეტამ ერთმანეთი 90-იან წლებში გაიცნეს, როდესაც მანტოვანი 23 წლის იყო. ამ  დროითვის 58 წლის ლუჩანო პავაროტი უკვე დაქორწინებული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები