LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაცივარი ჯანსაღ საკვებს შემოგვთავაზებს, ტელევიზორი კი სხვა არხზე დაძახებით გადართავს – „მომავლის სახლის“ პროექტი მზადაა

107
773x435-cmsv2-682e5b47-c941-5df0-84c1-627fc137edaa-4286708

ხმოვანი სისტემებით მართვადი ტექნიკა; მაცივარი, რომელიც პირდაპირ ჯანსაღ საკვებს შემოგვთავაზებს და ტელევიზორი, რომელშიც ვირტუალურ არდადეგებს მოვიწყობთ – მოკლედ, ეს და კიდევ სხვა ბევრი რამ იქნება „მომავლის სახლში“, რომლის პროექტიც კომპანია „სამსუნგმა“ წარმოადგინა.

კომპანიის ინოვაციების სამსახურის დირექტორმა დევიდ ეუნმა „მსოფლიო ინოვაციების სამიტზე“ წარმოადგინდა სახლის მაკეტი, რომელიც მისი თქმით, 2025 წლისთვის უკვე ფართოდ იქნება გავრცელებული.

ეუანის ინფორმაციითვე, სახლში ყველა მოწყობილობა ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და ისინი ცხოვრება გაგვიმარტივებენ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც „მომავლის სახლისთვის“ იქნება დამახასიათებელი: ხმოვანი სისტემების გამოყენებაა. მაგალითისთვის, ტელევიზორისთვის უბრალოდ თქმაც კი საკმარისი იქნება, რომ სხვა არხზე გადართოს და პულტის გამოყენება საერთოდ აღარ დაგვჭირდება. ამასთან ტელევიზორი შეძლებს მთელს მსოფლიოსთან დაგვაკაშვიროს. მისი ეკრანის ხარისხი და ხმა იმდენად გაუმჯობესდება, რომ ფეხბურთის მატჩის ყურებისას თავს მოედანზე ვიგრძნობთ, ამასთან შევძლებთ სასურველი თემატური ვიდეოები ჩავირთათ და არდადეგები სახლშივე მოვიწყოთ.

განსაკუთრებით საინტერესო იქნება “მომავლის სახლის” სამზარეულოც, რომელიც ჩვენს ჯანსაღ კვებაზე იზრუნებს და სპეციალური პროგრამის გამოყენებით მაცივარი შემოგვთავაზებს, თუ რომელი საკვების მომზადებაა სასურველი.

მოკლედ, ვნახოთ როგორ გამართლდება „სამსუნგის“ პროგნოზები… 2025 წლამდე მხოლოდ 5 წელი რჩება…

ინფორმაციას “მომავლის სახლის” შესახებ “ევრონიუსი” ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები