ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სასიხარულო ამბავს ავრცელებს.

“სადღესასწაულოდ, საოცარი და ბედნიერი ამბავი! დედა-შვილი მდინარის პირას, მიტოვებულ ნანგრევებში აღარ დაიძინებენ.
იცხოვრებენ მარწყვისფერ სახლში, რომელიც საბოლოოდ დავამთავრეთ. ირაკლი და ლევანმა გაუჩერებელი წვიმის და საშინელ პირობებში მოუმზადეს. დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად შევიყვანეთ წყალი, დენი, გავუკეთეთ კანალიზაცია და რემონტი. ექნებათ საჭმელი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები. მაგარი ბიჭიც გაიზრდება და სიკეთის და სიყვარულის ფასიც ეცოდინება.

მადლობა ადამიანებო, ამათთვის რამხელა სასწაული მოხდა არ იცით, თქვენ ხომ მათი ბედნიერი თვალები არ გინახავთ.

გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს”, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები