LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მადლობა ბნ პრემიერო” – ხაზარაძე ღარიბაშვილს პასუხობს

156
1

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა “ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძეს მიხეილ სააკაშვილის მორჩილი მსახური და მძიმე ფინანსური დანაშაულებების შემსრულებელი უწოდა, ხაზარაძემ ირაკლი ღარიბაშვილს სოციალურ ქსელში უპასუხა.

პასუხი მოკლეა და “სამადლობელ ტექსტს” შეიცავს:

“მადლობა ბნ პრემიერო”, – წერს ხაზარაძე “ფეისბუქზე” და აქვეყნებს არქივიდან ვიდეოს, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ხაზარაძესა და “თი-ბი-სი” ბანკს ლონდონის საფონდო ბირჟაზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი მიმართვაში ამბობს, ლონდონის ბირჟაზე “თი-ბი-სი” ბანკის IPO ნიშნავს ქვეყნისადმი და ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტებისადმი ნდობას, რომელიც ქვეყნის კიდევ უფრო მეტ აღიარებას მოიტანს.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას გამოეხმაურა და თქვა, რომ ახალ კოალიციურ გუნდში არც ერთი წევრი არ არის სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ღარიბაშვილის განცხადებით, ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი, სინამდვილეში კი ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის მორჩილი მსახური იყო.

პრემიერმა თქვა, რომ ხაზარაძე მძიმე ფინანსური დანაშაულებების ჩვეულებრივი შემსრულებელი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები