5-დღიანი ლოდინის შემდეგ რუსთავის #12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა.
ყიფშიძემ დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“ბოლოჯერ, რომ ვნახე, ახლა უფრო უარეს მოველოდი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგარი ორგანიზმი აქვს, გადააჭარბა მოლოდინს. მე ველაპარაკე პრეზიდენტს. ის თანახმაა კონსილიუმზე, ის თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. წყალს და ჩაის სვამს მხოლოდ. ახლა ნამდვილად, რასაც ცუდს ველოდებოდი, ისეთი მდგომარეობა არაა, განწყობა ძალიან მხნე აქვს, გუშინდელი აქცია ძალიან გაუხარდა. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის, მაგრამ, საუბედუროდ, ამის საჭიროება დადგება,”-აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.