LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა ვასაძის არაჩვეულებრივმა შესრულებამ სოფო ნიჟარაძე „სკამზე დააჭედა“ (ვიდეო)

228

„I Love The Lord“ მუსიკის მოყვარულებს ვიტნი ჰიუსტონის შესრულებით აქვთ მოსმენილი. გოსპელის ჟანრში ეს სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. „იქს ფაქტორის“ ახალ გამოშვებაში ის პროექტის ფავორიტმა, მაგდა ვასაძემ არაჩვეულებრივად შეასრულა.

მაგდას შესრულებას ყველა მენტორი ფეხზე წამოუდგა, სოფო ნიჟარაძის გარდა. სოფომ მოგვიანებით თქვა: „არ აქვს მნიშვნელობა, ვზივარ თუ ვდგავარ, ცოტა სკამზე დამაჭედა… რა ვიცი, რა ვუთხრა?!. ძალა აქვს იმაზე მეტი, ვიდრე ალბათ, ამ კონკურსს სჭირდება“.

სტეფანე სოფოს დაეთანხმა, რომ მაგდას იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე ამ კონკურსს და ზოგადად კონკურსებს სჭირდება – „უნიკალური შემსრულებელია, უნიკალური ხმითა და ყურით, სუპერყელის დამორჩილებით და საერთოდ, მგონია, რომ ჩემი შესაფასებელი არ არის“.

გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ მაგდა ძალიან მაგარია და არაფრის თქმა აღარ არის საჭირო.

გოგონების მენტორმა, ლელა წურწუმიამ განაცხადა: მინდა, მაყურებელს და ყველას ვუთხრა – მე მყავს მაგდა ვასაძე“. რასაკვირველია, მაგდა გადავიდა შემდეგ ტურში. ლელას მეორე კონკურსანტი კი სოფო საჟინიანი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები