LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი: „მივმართავ ადამიანებს, ვისაც სჭირდება ახსნა, როგორია, როცა ერთადერთი შვილი გიკვდება…“

13355
maia-asatiani-news42

მაია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ მიმართვა გაავრცელა, სადაც გამოთქვამს გაკვირვებას იმის შესახებ, რატომ გამოიწვია მისმა საცურაო კოსტიუმში დადებულმა ფოტოებმა აჟიოტაჟი და კრიტიკა ქალბატონების მხრიდან.

მაია ასათიანის მიმართვას გთავაზობთ:

„იმ მდგომარეობაში, რაშიც მე ვარ, ნებისმიერი პოზიტიური სიტყვა არის ჩემთვის სინათლის სხივი. ჩემს თავს სულ ვაძლევ პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე არ მექნება რეაქცია, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ჩემზე.  მაპატიეთ, ამის ახსნა რომ მუდმივად მჭირდება, მაგრამ იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც სჭირდება ახსნა, რას ნიშნავს, როცა ქალს ერთადერთი შვილი უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას.  ქალებს და დედებს მინდა გითხრათ, რომლებიც მლანძღავთ იმის გამო, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია საცურაო კოსტიუმი, რომელიც არის წითელი.

მე ვარ ცოცხალი და ვცხოვრობ და ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცხოვრება არ არის. იმიტომ რომ აქაც, სადაც ახლა ვარ, ყოველ წამს ვიხედები გვერდით, იმიტომ რომ მგონია, რომ ჩემი შვილი გვერდზე მომყვება.

მადლობა ყველას, ვინც გვერდში მიდგას, უცნობებსაც და ნაცნობებსაც. ძალიან დიდი ბოდიში, რომ მძიმე თემებს ვეხები. რატომ მჭირდება აგიხსნათ, რომ მძიმედ ვარ და ცუდად ვარ, არ ვიცი. კარგად ჩემნაირი ქალისთვის ყოფნა არის შეუძლებელი. რა გითხრათ აბა, გათენება და დაღამება შვილმკვდარი ქალისთვის არის კოშმარი, მაგრამ ვცდილობ, რომ ეს კოშმარი ჩემთვის შეძლებისდაგავრად გაძლებადი იყოს. და ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც ჩემს შვილს და მე ერთად ყველაზე ძალიან გვიყვარდა – ეს არის ცურვა. და 21-ე საუკუნეში ცურვა საცურაო კოსტიუმის გარეშე წარმოუდგენელია. და კი მართობს ხანდახან ჩემი ასეთი ფოტოების დადება და ყურადღება გადამაქვს. ღმერთმა არავის მოუვლინოს ასეთი სასჯელი. ნუ განიკითხავ, თუკი ღმერთის გწამს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები