LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბარათაშვილი: „თუ უნდა, ქალს შეუძლია, 80 წლის ასაკშიც გათხოვდეს…“

1047
maiabaratashvili20245

ცნობილი ჯაზშემსრულებელი, მაია ბარათაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და პასუხს სცემს კითხვას, არსებობს თუ არა ოპტიმალური ასაკი ოჯახის შესაქმნელად.

მაია ბარათაშვილი:

„არანაირი ზღვარი არ არსებობს. თუ უნდა, ქალს შეუძლია, 80 წლის ასაკშიც გათხოვდეს. ოჯახის შექმნა არ არის მხოლოდ ფიზიკური ასპექტი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სულიერი ერთობაა. სულ ვამბობდი, რომ ოჯახის შექმნა არაა მარტივი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომელიც თანამედროვეობაში აქტიურად ისმის და რომლის მიხედვითაც, პატარა პრობლემის გაჩენისთანავე ოჯახი უნდა დაანგრიო. ოჯახი დიდ მოთმინების უნარს მოითხოვს. მე ჩავთვალე, რომ ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, რომელთანაც ცხოვრების გატარება მომინდებოდა. არადა, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ სწავლობს ადამიანი უფლის სიყვარულს, ეგოიზმის დათრგუნვას, თუმცა, ვფიქრობ, მისი შექმნა მაშინ ღირს, თუკი ხვდები, რომ ეს შენი ცხოვრების ადამიანია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g