მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების ფაქტი ნიგერიაში დაფიქსირდა. დაიღუპა 40 წლის პაციენტი, რომელსაც თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს.
„სიკვდილი დაფიქსირდა 40 წლის პაციენტში, რომელსაც ჰქონდა თანმხლები დაავადება და იღებდა იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებს“, – განაცხადა ნიგერიის CDC-მ.
როგორც გამოცემა წერს, ვირუსი სულ მცირე 20 ქვეყანაში აგრძელებს უეცარ გავრცელებას, რაც წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
ვაშინგტონ პოსტის ცნობით, წელს ამ ვირუსმა კონგოში 9 ადამიანი შეიწირა. კონგოში დაავადების მდგრადობა გამოწვეულია მკვდარი მაიმუნებისა და მღრღნელების მოხმარებით – აცხადებენ სპეციალისტები.
„მცხოვრებლები შედიან ტყეში, იღებენ მაიმუნების, ღამურების და მღრღნელების ცხედრებს“, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც მაიმუნის სიმპტომები აქვთ, ეწვიონ ჯანმრთელობის ცენტრს იზოლირებისთვის.