“ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ დაგასპოლეროთ?” – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის პრემიერ მინისტრის პოსტს.
“ნუ ჩქარობთ დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
გახარია გარდაბანში თბოელექტროსადგური 2-ს გახსნის ცერემონიას დაესწრო.
შეგახსნებეთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია პოსტს ტოვებს. არსებობს ვარაუდი, რომ მას მთვარობის მეთაურის პოსტზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლებს.