მაკა შალიკაშვილისთვის 2022 წელი მძიმე აღმოჩნდა, რადგან მამა გარდაეცვალა, რომელსაც ხანგრძლივად აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემები:
„შეიძლება ცოტა უცნაური რამ ვთქვა, წლები ვცხოვრობდი შიშით, ნებისმიერ წამს შეიძლებოდა, ხელიდან გამომცლოდა, მუდმივად ექიმებთან დავდიოდით. მამა კეთილზე კეთილი ადამიანი იყო და უფალმა კარგა ხანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე. მისი დიაგნოზით ადამიანები ამდენ ხანს ვერ ცოცხლობენ. ალბათ, განიცადა ის ექვსწამიანი შოკი, რასაც განიცდიან ადამიანები გარდაცვალების ჟამს, მაგრამ შემდეგ მისმა ნატანჯმა სულმა დაისვენა.
ერთი მხრივ, საშინელ გულისტკივილს და პირმოუკრავი იარა მაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, მშვიდადაც ვარ, რადგან დამთავრდა მისი ტანჯვა. ვსწავლობ ცხოვრებას მამის გარეშე და ვცდილობ, დედას გადავატანინო მწუხარება…“