LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძე დროს სულ შვილიშვილთან ატარებს: „ბავშვს არც დედას ვაკარებ და არც მამას…“

13337
makazambaxidze

მაკა ზამბახიძე ახლახან ბებია გახდა. მის ქალიშვილს, სალომე ჩიტაძეს ვაჟი შეეძინა, რომელსაც მიაქელი დაარქვეს. იშვიათი სახელი დედა-შვილმა პატარა ბიჭუნას ერთად შეურჩია.

მაკა fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

მაკა ზამბახიძე:

ბავშვების სიყვარული პატარაობიდან მაქვს, ბავშვებთან ურთიერთობა, მათი მოეფერება, ლოყებიანი პუტკუნები მიყვარდა და ჩემი შვილიც ასეთი იყო ზუსტად. სალომე რომ გაიზარდა, ჩემი მეგობრების შვილების ძიძაც ვყოფილვარ. მიხეილის დისშვილიც სულ ჩემთან არის ხოლმე, დედაზე არანაკლებ ვუყვარვარ, მაგრამ სალომეს შვილის დაბადება ხომ ხვდებით, ჩემთვის რა ემოციებთან ასოცირდება?

თანაც, ძალიან მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, ჯერ სალომეს გათხოვება და შემდეგ ის, რომ შვილს ელოდებოდა. რა ვიცი…

პირველ რიგში, ფეხმძიმობაზე ვნერვიულობდი და მუდმივად ვფიქრობდი, როგორ იმშობიარებდა, როგორ ჩამთავრდებოდა ეს ყველაფერი. იმ დღეს მე და მიხეილი სოფელში გავემგზავრეთ და მაინცდამაინც მაშინ ასტკივდა მუცელი… როგორც კი დაგვირეკა, უკან წამოვედით. სამშობიაროში მისულებს სალომე უკვე სამი საათის შეყვანილი დაგვხვდა. რვა თვის იყო… ბავშვი რვათვიანი დაიბადა. სალომე კლინიკაში 12 საათზე მიიყვანეს და პატარა შვიდს რომ 15 წუთი აკლდა, მაშინ დაიბადა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი გართობა საკუთარ თავზე ავიღე. სწორედ მაშინ გადავიღეთ ვიდეო, სადაც ჯანო კახიძის უცნობ თემას ვასრულებთ, სასწაული მელოდიაა, იავნანას წინამორბედი, ცნობილი არ არის, არც იუთუბზე დევს… ეს მელოდია მოვისმინეთ „ბლექ სი არენაზე“ კონცერტისას, გონებაში ამომიტივტივდა, რადგან ძალიან თემატური იყო.

სალომე ყველაფრისთვის მზად იყო და შვილი გაუტკივარების გარეშე გააჩინა. ორი საათი და 34 წუთი მიმდინარეობდა ის გაუსაძლისი ტკივილები. ფანტასტიკურ მეან-გინეკოლოგის, სალომე საჯაიას დახმარებით, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ ამ ყველაფრის ყურება დედისთვის სტრესია. მკითხეს, რანაირად გადაწყვიტე მშობიარობაზე დასწრებაო… დედები პროცენტურად თურმე ძალიან  იშვიათად ესწრებიან, მაგრამ მე და სალომეს თავიდანვე ასე გვქონდა გადაწყვეტილი.

იცოდით, რომ რვა თვისას უნდა ემშობიარა?

კი, წინასწარ ვიცოდით, რადგან ბოლო თვეები ცოტა პრობლემური გამოდგა, თანაც, მამის მხრიდანაც და ჩემი მხრიდანაც გენეტიკაში იყო ნაადრევი მშობიარობების შემთხვევები.

როგორი ბებია ხარ?

ყოველდღე აქ ვარ, არ ვშორდები ბავშვს, არც დედას ვაკარებ, არც მამას, გადარეულები არიან. მგონი, ჩამიკეტავენ კარს (იცინის).

ბებიად აღვიქვამ-მეთქი თავს, ვერ გეტყვი, სალომეს შვილია…

რა დაარქვით პატარას?

მიქაელი… სალომეს სურვილი იყო, რომ უცხო სახელი შეგვერჩია და მე და სალომემ ერთად შევარჩიეთ. მიქაელი მართლაც არ გამიგია, რომ მასობრივად ერქვათ, – დავუძახებთ ან მიქას, ან მიქოს.

დედობრივი შეგრძნებები გამახსენდა, რა თქმა უნდა. მე საერთოდ არ ვყოფილვარ პანიკა დედა, გაფაციცებული, ვცდილობ, რომ სახლში ახლაც იყოს ეს მშვიდი გარემო. რაც უფრო ეფოფინები და დეტალებში შედიხარ, მეტი პრობლემა ჩნდება, რომელთა გადალახვაც გიჭირს. რასაკვირველია, პატარას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, მაგრამ თუ როგორც დიდს, ისე მიუდგები, გაცილებით მარტივი იქნება. ვცდილობ, ეს სალომესაც ავუხსნა, ზოგჯერ პატარა დეტალების გამო ვკამათობთ, მაგრამ მინდა, ის გამძლე იყოს. ასეთ შემთხვევაში, შეხტომები და შეშინებული მიდგომა ნაკლებად ექნება. სალომე ახლა უფრო გაფაციცებულია, ბავშვს კი მხოლოდ სძინავს და ჭამს.

ვის ჰგავს?

ჯერჯერობით, მამიკოს. მისნაირი სიმპათიურია…

შვილი გაზარდე მომღერალი და შვილიშვილზე რას აპირებ?

სიმართლე გითხრათ, არ მინდა, რომ მომღერალი იყოს, დანამვდილებით რაც მინდა, ისაა, რომ სმენა ჰქონდეს. სალომეს ვეუბნებოდი ხოლმე, უმღერე-მეთქი და არ უმღეროდა, საქართველოში მუსიკოსობა ძნელია და მინდა, სხვა პროფესია ჰქონდესო, თუმცა მე მიმაჩნია, რომ როცა ადამიანს სმენა აქვს, ეს ძალიან კარგია…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები