LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მახსენებს უკრაინაში მაიდანის დროს“ – ვიოლა ფონ კრამონი თბილისის აქციაზე

155
ვიოლა ფონ კრამონი

„მახსენებს 2013-2014 წლებში უკრაინაში მაიდანის დროს“, – ამ განცხადებით, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველების მიერ გუშინდელი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.

„აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“ – რა ვითარებაა პარლამენტთან

მომიტინგეების დასაშლელად შსს-მ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია შუაღამემდე გაგრძელდა.

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

magti 5g