LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი მარინა ოვსიანიკოვას თავშესაფარს სთავაზობს

197
BeFunky-collage

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პირველი არხის რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას თავშესაფარს ან საელჩოს მხრიდან დაცვას სთავაზობს. ამის შესახებ ტელეკომპანია France 24 იუწყება.

მაკრონის განცხადებით, უკრაინაში ომის ფონზე, პუტინთან დიალოგს ინარჩუნებს და რუსეთის პირველი არხის რედაქტორის საკითხს პირდაპირ დასვამს რუსეთის პრეზიდენტთან მომდევნო საუბრის დროს.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა “ვრემიას” დროს, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგო ბანერით: “არა ომს, შეაჩერე ომი” შევიდა. მის ბანერზე ასევე ეწერა: „არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ”.

კრემლის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით დააჯარიმა.

ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა

ზელენსკი: პირადად იმ გოგოს მადლიერი ვარ, რომელიც შევიდა „პირველი არხის” სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით