LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ყველაზე მეტი ხალხი ბრიტანეთში იცხოვრებს

252

2050 წლისთვის დედამიწის ყველაზე დასახლებული ქვეყანა დიდი ბრიტანეთი იქნება. როგორც ინგლისის ნაციონალური კვლევების სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, ქვეყნის მოსახლეობა უახლოეს მომავალში ძალიან გაიზრდება. დემოგრაფიული აფეთქების მიზეზი მიგრანტთა დიდი ნაკადის გარდა, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაც გახდება.
გამოცემა „The Telegraph”-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა მინიმუმ 77 მილიონს მიაღწევს და ამისთვის სულ რამდენიმე წელიწადია საჭირო. საინტერესოა, რომ 1976 წლიდან დაწყებული ბრიტანეთში შობადობის დონე მუდმივად იზრდება, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი პირიქით – მცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები