LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამა, გთხოვ, შეწყვიტე ჩემი დევნა“ – მეგან მარკლიმ მამას წერილი მისწერა

megan

ცნობილი ხდება, რომ სასექსის ჰერცოგინიამ მამას, ტომას მარკლს მიწერა და მას შერიგება სთხოვა. ამის შესახებ გამოცემა People მეგან მარკლის უახლოესი მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით წერს. სავარაუდოდ, მეგობრებმა ამ ინფორმაციის მედიისთვის გამჟღავნება სამეფო ოჯახთან შეათანხმეს.

ცნობილი ხდება, რომ მეგან მაკლიმ მამასთან დაკავშირება რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. 74 წლის ტომას მარკლი ისევ აგრძელებს სკანდალური ინტერვიუების სერიას, სადაც სამეფო ოჯახის კრიტიკით გამოდის.

აქვე ჟურნალს ჩაუვარდა წერილის ასლი, სადაც მეგანი წერს; „მამა მე ისეთი აღელვებული ვარ. ძალიან მიყვარხარ. მამა, გთხოვ, შეწყვიტე ჩემი დევნა“. ამ წერილს ტომასმა მალევე უპასუხა და მეგანს გაჩუმების სანაცვლოდ ერთობლივი ფოტოსესია მოსთხოვა, რაზეც სამეფო ოჯახი არ დათანხმდა.

ცნობილია, რომ მეგანი ძალიან განიცდის მამასთან დაძაბულ ურთიერთობას. ამ კონფლიქტის დარეგულირება პრინცმა ჰარიმ სცადა, თუმცა. ტომას მარკლი არც მის ზარებს პასუხობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები