LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაკაცებს არავინ ეუბნება, რომ თხრილების დაცვა მოუწევთ” – მარიუპოლში, მოზარდებს „დასაქმების“ შეთავაზებით რუსულ „სამხედრო-პატრიოტულ“ ორგანიზაციაში რიცხავენ

102
მარიუპოლი

„მარიუპოლში, უსაფრთხოების კომპანიაში დასაქმების საფარქვეშ მობილიზებულია ზრდასრული მამაკაცები, ხოლო მოზარდები ახალგაზრდულ სამხედრო-პატრიოტულ ორგანიზაციებში ირიცხებიან“, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

„მარიუპოლში ფარული მობილიზაციის უზრუნველსაყოფად დამპყრობლები ახალ გამოგონებებს მიმართავენ. ახლა – „უსაფრთხოების კომპანიაში“ დასაქმების გზით. შეთავაზებები და მიმართვები მთელ ქალაქში გამოჩნდა. მართალია, მამაკაცებს არავინ ეუბნება, რომ მათ ფრონტის ხაზზე თხრილების დაცვა მოუწევთ, მაგრამ ვის სჭირდება ასეთი სიმართლე, როცა ოკუპანტი ხელისუფლება ქვემეხის საკვებს აცხობს“, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, მარიუპოლში ახალგაზრდებს რუსული „სამხედრო-პატრიოტული“ ორგანიზაცია Yunarmiya-ში იწვევენ, რომელსაც გერმანული ჰიტლერის ახალგაზრდობას ადარებენ.

„გუშინ, გაირკვა, რომ „პუტლერის ახალგაზრდებში“ პირველი 9 მოქალაქე მიიღეს. სანამ ზოგიერთი ახალგაზრდა ეწინააღმდეგება, სხვები მშობლებთან და „მასწავლებლებთან“ ერთად ცდილობენ კეთილგანწყობის მოპოვებას. ამაზრზენია, თუმცა, მსურველები ცოტანი იყვნენ. პასიური წინააღმდეგობა მარიუპოლში არ კლებულობს“, – ამბობს ანდრიუშჩენკო.

როგორც UNIAN მანამდე იტყობინებოდა, მარიუპოლში დამპყრობლების მთელი თავდაცვის ხაზი „ადამიანების ფარითაა“ დაფარული.

ოკუპანტები ქალაქის მცხოვრებლებისთვის მოდულარულ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ. სახლებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ისინი თავდაცვის ხაზს ამზადებენ, მათ შორის მძიმე ტექნიკით თხრიან, რითაც მარიუპოლის მცხოვრებლები „ადამიანურ ფარად“ გამოიყენონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები