LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამამ ავარიის საფრთხე რომ იგრძნო, შვილს გადაეფარა და გადაარჩინა… უკან მჯდომი ბავშვი კი გარდაიცვალა“ – სასულიერო პირი შვილთან ერთად ავარიას შეეწირა

495
მამა ალექსი მთავარზე

სამტრედიის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად, როდესაც მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, გარდაცვლილია ვანი-ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირი, სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი ალექსი როხვაძე და მისი რვა წლის შვილი. სასულიერო პირის მეორე შვილი და ტრაილერის მძღოლი კლინიკაში არიან მოთავსებულები.

როგორც მოძღვრის მეგობარი, დეკანოზი სტეფანე მაღლაკელიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ალექსი როხვაძე ავარიის მომენტში შვილს გადაეფარა და მისი გადარჩენა მოახერხა, თუმცა მეორე შვილი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა:

„უმძიმესი ტრაგედიაა მომხდარი, ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირი და მისი 8 წლის შვილია გარდაცვლილი. მამა ალექსი როხვაძე ვანი-ბაღდათის ეპარქიაში მსახურობდა. საიდან მოდიოდა და რა იყო ამ ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერ არ ვიცი, უმძიმესი კადრები ვნახე ინტერნეტით, საიდანაც ჩანს, რომ ტრაილერი ერთ მხარეს არის გადაბრუნებული და მსუბუქი მანქანა მეორე მხარეს. საჭესთან მამაო იჯდა, მანქანაში ეჯდა შვილები. საშინელზე მეტი მდგომარეობაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორ განვიცდი.

სალონის წინა მხარეს, გვერდზე ეჯდა მეორე შვილი და ეტყობა, მამამ ავარიის საფრთხე რომ იგრძნო, მას გადაჰფარებია თავზე და გადაარჩინა. უკან რომელი ბავშვიც იჯდა, 8 წლის, გარდაცვლილია. ალექსი 5 შვილის მამა იყო, საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო მოძღვარი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები