LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ წალენჯიხას დავბრენდავთ… მივმართავ წალენჯიხელ მილიონერებს, დაახლოებით 60 მილიონერი ჰყავთ

972
მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, წალენჯიხაში, რომელიც ერთადერთი თვითმმართველი ერთეულია ოპოზიციონერი მერით, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

„ჩვენ უკვე ვამზადებთ რაღაცებს. ვიღაცას ჰგონია, რომ რაღაც ჯადოსნური ჯოხი არსებობს და ორ თვეში შეგიძლია წალენჯიხის ეკონომიკა…

მაგრამ ჩვენ წალენჯიხას დავბრენდავთ, პირდაპირ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო. ისე, რომ ეს იქნება გამორჩეული ადგილი ნამდვილად, სადაც ინვესტორები ჩადებენ ფულს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტია „ლელოს“ ლიდერის თქმით, ის წალენჯიხის მერთან ერთად მუშაობს, რომ დაუკავშირდეს წალენჯიხიდან წასულ ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს. ხაზარაძის თქმით, ბევრი მოქალაქეა ისეთი, ვისაც დიდი ქონება აქვს წალენჯიხაში, მაგრამ სხვა ქვეყანაშია წასული და თუკი ისინი გააქტიურდებიან, რეგიონს დიდ სტიმულს მისცემენ.

„მე მინდა მივმართო იმ წალენჯიხელებს, ვინც 90-იან წლებში ან მერე უამრავი ქონება იყიდეს, ე.წ. დააძინეს და წავიდნენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ. მივმართავ წალენჯიხელ მილიონერებს, დაახლოებით 60 მილიონერი ჰყავს წალენჯიხას, ვინც სხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ. მივმართავ ბიზნესმენებს:

ეს ყველაფერი, დაძინებული უნდა გააცოცხლოთ. უნდა ჩამოხვიდეთ და ეს თქვენი მიწები, თქვენი ქონებები, გაჩერებული შენობები უნდა გააცოცხლოთ.

თუ ამას ერთობლივად შეუდგებით, თქვენს მშობლიურ კუთხეს მისცემთ უზარმაზარ სტიმულს და არამარტო თქვენს მშობლიურ კუთხეს, მთელ საქართველოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები