კახა მამულაშვილმა და ლელა წურწუმიამ თავიანთი რომაული არდადეგები დაასრულეს და თბილისში ბრუნდებიან. ამის შესახებ პროდიუსერი სოციალურ ქსელში წერს და იტალიაში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს:
„ჩემო მეგობრებო
„ჩვენი რომაული არდადაგები დასრულდა… ძალიან დადებითად დამუხტულები ვბრუნდებით საქართველოში…
ვნახეთ ბევრი დიდი ხნის უნახავი მეგობარი, ვიზეიმეთ ნაპოლის გამარჯვება და ჩემი ანას დაბადების დღე, ვეწვიეთ მამა იოანეს ეკლესიაში, მოვინახულეთ ჩვენი ემიგრანტები, ეკლესიასთან არსებული ქართული სასწავლებელი.
ახალი ძალებით დავიწყებთ მზადებას კონცერტებისთვის ახალი რეპერტუარით. შეხვედრამდე“.