LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა თოდაძე: „მინდა, რომ ეს ფორმა შევინარჩუნო და კვირაში ორჯერ მაინც ვიარო სამეჯლისო ცეკვებზე…“

494
მანანა-თოდაძე

მანანა თოდაძემ საზოგადოება „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარმატებული მონაწილეობით გააკვირვა.

მომღერალი შესაშურ ფორმაშია და როგორც ყოველთვის, ძალიან ენერგიულია.

პროექტის შემდეგ მან წონაში კიდევ დაიკლო და ახლა ცდილობს, ეს ფორმა შეინარჩუნოს.

ის აპირებს, რომ სამეჯლისო ცეკვებზე იაროს.

მანანა თოდაძე fortuna.ge-ს ესაუბრა.

არაჩვეულებრივად გამოიყურებით, ეს რისი დამსახურებაა?

სხვათა შორის, „ცეკვავენ ვარსკვლავების“. ძალიან ბევრი ვიშრომე. მინდა, რომ ეს ფორმა შევინარჩუნო. აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. ისედაც ვვარჯიშობდი ყოველთვის დილაობით. ჩემი საყვარელი ვარჯიშები მაქვს. ვაპირებ ცეკვის გაგრძელებასაც. მინდა, კვირაში ორჯერ მაინც ვიარო სამეჯლისო ცეკვებზე. არსებობს მოყვარულთა ჯგუფები. რატი გაჩეჩილაძემ შემომთავაზა, აუცილებლად მოდი, რადგან ბევრი ადამიანისთვის დიდი სტიმული ხარო.

ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი მიიღეთ პროექტის განმავლობაში. ელოდით ასეთ გამოხმაურებას?

მეგონა, ჩემს თავს არ ხდებოდა. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთ შედეგს გამოიღებდა. აქამდე თუ მივიდოდი, არ მეგონა. ვიფიქრე, შოუს სჭირდებოდა სახე. ძალიან მოვინდომე.

რას გწერდნენ?

მწერდნენ და ქუჩაშიც მაჩერებენ დღემდე, მკოცნიან, გაიხარე, რომ მოგვეცი სტიმული, სიცოცხლის ახალი ეტაპი დავიწყოთო.

კიდევ რამე ხომ არ არის, რისი გაკეთებაც გინდათ?

ხშირად მეკითხებიან, რას ვაპირებ. ველოდები რაიმე ახალ პროექტს. მაშაყირებენ, აკრობატობას ხომ არ ცდიო. მე ზოგადად, მიყვარს სიახლე, სულ რაღაცას ვაკეთებ. ბევრმა არ იცის, რომ მე ვწერ. ვაკეთებ სცენარებს. ძალიან მაინტერესებს ეს სფერო.

მანანა თოდაძე: „ქორეოგრაფებმაც არ იცოდნენ, რომ შპაგატში ჩავჯდებოდი…“

თავს როგორ უვლით?

გენეტიკასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ბავშობიდან მიჩვეული ვარ თავის მოვლას, მთელი ცხოვრება ბებიის რეცეპტებით ვსარგებლობ. ზრდასრული ასაკიდან ვიყენებ, მჭადის ფქვილს, მარილსა და სოდას. ვიკეთებ სკრაბს. ძალიან მომწონს და ჩემს კანს უხდება. ამის მერე კარგი კრემის წასმაა საჭირო. ვიყენებ ხარისხიან კოსმეტიკას, რადგან უხარისხო აფუჭებს. დღეში სამ-სამი სპექტაკლი რომ მქონდა, ვცდილობდი, ყველაფერი ხარისხიანი მქონოდა, რომ სახის კანი არ გამფუჭებოდა.

სხეულის ფორმას რაც შეეხება, უნდა ვთქვათ, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებამდეც“ შესანიშნავად გამოიყურებოდით…

სულ დაკავებული ვიყავი ფიზიკურად. ალბათ, ამაზეც არის დამოკიდებული. ადამიანმა აქტიურად უნდა იცხოვროს. არ უნდა დაგეზაროს. დილას ზოგჯერ მეზარება ვარჯიში, მაგრამ საკუთარ თავს ვაძალებ.

ვიკვებები სწორად. თავიდანვე ასე იყო, იმას მივირთმევდი, რასაც შინაგანი ბუნება მთხოვდა. კოვიდის მერე ხორცზე საერთოდ უარი ვთქვი. უკვე სამი წელი გავიდა. ათასში ერთხელ თუ მომინდება ქათმის ხორცი, ბოსტნეული და თევზი არის ჩემი ძირითადი საკვები. თავად მიკვირს ჩემი თავის, მაგრამ ჩემმა ორგანიზმმა თავად თქვა უარი ხორცზე.

ვიდეო: „თეძოები უნდა ჩავაქსოვოთ ლამაზად“ – როგორ იცეკვა მანანა თოდაძემ სამბა

ამდენი წელია, ვარსკვლავი ხართ. რა არის მთავარი, ტალანტის გარდა, რას ურჩევდით ვარსკვლავობის მოსურნეებს?

უნდა იყო ყოველთვის თავმდაბალი. ვარსკვლავი ვარ, როცა სცენაზე გამოვდივარ, სცენიდან რომ ჩამოვდივარ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვხდები. ძალიან მიყვარს ადამიანებთან უშუალო დამოკიდებულება. ისეთი წარმატებები მქონია ცხოვრებაში, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ცხვირაწეულს არასდროს მივლია. ჩემთვის ადამიანებთან თბილი დამოკიდებულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ვიდეო: მანანა თოდაძის ქალაქური ცეკვა „სუხიშვილებთან“ ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები