„ვერ გეტყვით რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურაზე ინფორმაცია. თუმცა იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც ჩვენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებით და ვხედავთ კავშირს ამ პოლიტიკურ ფიგურებსა თუ ორგანიზებს შორის, ეს იქნებოდა ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება“, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშცილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება? – რას აცხადებენ პარტიაში
“მთავარია ერთი რამ – ჩვენ ყველა ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ არსი რაშია, მისი არსი ეს არის ძალაუფლებისათვის ბრძოლა. ხედავენ რა დემოკრატიული გზით ვერ მოდიან ხელისუფლებაში და ხალხი მას ყოველ ჯერზე ეუბნება უარს, ცხრაჯერ უთხრა უკვე უარი არჩევნებზე, ცდილობენ რომ არეულობით, დემოკრატიის გვერდის ავლით რამენაირად მოიპოვონ ძალაუფლება და ძალაუფლების მოპოვება, რა თქმა უნდა, ვიცით რას ნიშნავს. ეს არის იგივე ძალა, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ვხედავდით, რომელიც იყო სიყალბეზე, ძალადობაზე დაფუძნებული ძალა. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ის ქართულ პოლიტიკას მნიშვნელოვანს არ შემატებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი ნიკა მელიამ დატოვოს და მის ნაცვლად პარტიას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უხელმძღვანელოს.