LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გეგუჩაძე: მოსმენა-მიყურადების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მომენიჭა

82
Mariam-Geguchadze (1)

მარიამ გეგუჩაძეს მოსმენა-მიყურადების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ ინფორმაციას გეგუჩაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დაზარალებულის სტატუსი მომენიჭა მოსმენა-მიყურადების საქმეზე.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative ჩვენი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა.

თითქმის ორი წლის მერე, აქამდე მოვიდა საქმე და დაზარალებულის სტატუსიც – სტრასბურგში საქმის გაგზავნის შემდეგ მოგვცეს. მე მაინც აქაური გამოძიების იმედი მაქვს,” – წერს მარიამ გეგუჩაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები