სუროგაციის ცენტრის მფლობელი, მარიამ კუკუნაშვილი, რომელმაც ახლახან ქმართან დაშორების შესახებ პოსტი დაწერა და შემდეგ თავისი ცნობილი მეგობრები გააკრიტიკა, რომლებიც მხარში არ დაუდგნენ, მორიგ პოსტს აქვეყნებს. ახალგამოქვეყნებულ სტატუსში მარიამ კუკუნაშვილი მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ მას ქმარი დაუბრუნდა.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და პირადი მესიჯებისთვის, რომელიც უწყვეტად შემოდიოდა გუშინწინდელი სტატუსის შემდეგ. მაპატიეთ, რომ ყველას ვერ გიპასუხეთ, თუმცა უზომოდ მადლიერი ვარ. ასევე დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე ორი დღეა მირეკავენ და მივწვევენ გადაცემაში ღალატის თემაზე. და აი, ახლაც, რომ არ დამდგარიყო ერთი უსაყვარლესი ჟურნალისტის „მოგერიების“ საჭიროება, ამ სტატუსსაც არ დავწერდი. ის ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, რომ ქალებისთვის ღალატის თემაზე მეტი უნდა მეთქვა, მაგრამ ვფიქრობ, თუ ვინმეს რამე აინტერესებს, ამ სტატუსით უფრო მეტს ვეტყვი და ის, რისი თქმაც მენდომებოდა, ყვითელი შეკითხვების ფორმატში ვერ ჩაჯდებოდა.
სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ
მარიამ კუკუნაშვილი: „ქმარმა სრულიად მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიმატოვა და ორი თვე ყოველ საღამოს ჩემს ატირებულ შვილებს ვეჯექი გვერდით და ოთხივე ერთად ვტიროდით...“
და ბოლოს, როგორც მამარდაშვილი იტყოდა: ბუნება ეგზემპლართა ჩანაცვლებადი სიმრავლით ოპერირებს და ამ საგანთან არც ერთს არ გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მხოლოდ შენ შეგიძლია და უნდა აკეთო და შენ მაგივრად არავინ გააკეთებს, მხოლოდ შენ შესძენ მნიშვნელობას. ამით განისაზღვრება შენი ინდივიდუალიზაციის ღირებულება და ასე ხდები თვითკმარი და შეუცვლელი. მაშინ ხდები მოსიარულე სიყვარული და მთელ სამყაროსაც მაშინ უყვარხარ.
და ბოლოს, მათთვის, ვისაც დასასრული აინტერესებს, სტაფილოსფერი ფერებით: მამარდაშვილს და არისტოტელეს ძალიანაც აღარ შევაწუხებ და ჩემი მოღალატე, აწ ნაპატიები და შერიგებული ქმრის სიტყვებით მოგახსენებთ: „შენზე მაგარი ნაშა არ მეგულებაო“. დაბრუნდა და ახალი წითელი პორშე კაბრიო მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE … მეტი დეტალები არ გვინდა… ასე რომ, დავივიწყოთ წარსული. ცხოვრება მიყვარს, ის კი ძალიან ხანმოკლეა სხვა ყველაფრისთვის, გარდა სიყვარულისა…“