LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა ბაკურაძე: „ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ახლობლის ბავშვი გარდაიცვალა… დენმა დაარტყა და იქვე გააშეშა. ეს იყო ჩემი ბავშვობის კოშმარი…“

254
მარიკა ბაკურაძე მთავარზე

„იმედის“ ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე იხსენებს ბავშვობის დროინდელ ტრაგედიას, როდესაც ფილარმონიასთან ბავშვს დენმა დაარტყა:

„ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ახლობლის ბავშვი გარდაიცვალა. ფილარმონიის წინ მირბოდა. წვიმდა. გუბეში ფეხი ჩააჭყაპუნა, ამ გუბეში თურმე ელექტრობოძიდან ჩამოვარდნილი სადენი იყო ჩავარდნილი. ბავშვს დენმა დაარტყა და იქვე გააშეშა. ეს იყო ჩემი ბავშვობის კოშმარი. მას შემდეგ გუბეებს ვერ ვიტან. სულ გვერდს ვუვლი.

ამ ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, ალბათ უფრო მეტიც და მთელი ამ დროის განმავლობაში, ასეთი ბრმა და გაუთვალისწინებელი ტრაგედიები გვეჩეხება თვალწინ.

როდესაც ქუჩაში მდგარ ბავშვს მანქანა ეჯახება და ფეხს აგლეჯს.

როცა მშენებლობიდან მუშები ცვივა.

როცა ბრმა ტყვია ხალხს თავში ხვდება, საკუთარ აივანზე.

როცა მემორიალს აფეთქებენ, გასროლილი ნამსხვრევები კი ქუჩაში გამვლელ დედა-შვილს კლავს.

როცა ტურისტების ოჯახს ტყეში აუპატიურებენ და კლავენ, შორს მთაში თუ შუა მთაწმინდაზე.

როცა ექსკურსიის ავტობუსი ხევსურეთის კლდიდან იჩეხება.

სია უსასრულოა. არ მთავრდება. ამ სიის შევსების მოწმენი ვართ წლიდან წლამდე. დავბერდით. და მაინც ვერ ჩამოვყალიბდით ქვეყნად, სადაც ადამიანის უსაფრთხოება და პასუხისმგებლობის განცდა მთავარი პრიორიტეტია“.

მამა პეტრე კოლხი დაღუპულ გოგონას ლექსს უძღვნის: „ვთამაშობდი შადრევანთან ერთად, და აღმოჩნდა ეს თამაში ბოლო…“

“აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის” – პატრიარქის სამძიმარი

mazda magti 5g