LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კარპი: „ჩემი დედამთილისგან ცხოვრებისეულ სიბრძნეს ვსწავლობ. როცა რამეზე გვიკამათია მე და გიგის, ციცი ყოველთვის ჩემს მხარეს დამდგარა“

266
მარინა კარპი

მარინა კარპი თავის დეპრესიულ მდგომარეობაზე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება. „მგზავრების სოლისტის“ გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე ამბობს:

„პირველი თვის ემოციები საერთოდ ამოვარდნილი მაქვს, ალბათ, ეს იყო თავდაცვის ინსტინქტიო, რომელიც სხეულმა ჩართო. შოკური მდგომარეობა საკმაოდ დიდხანს გამიგრძელდა, მხოლოდ პირველი საქველმოქმედო პროექტის დაწყებამ მომიყვანა გონს, როცა ქართველმა ხალხმა დაიწყო შემოწირულობების შეგროვება…

არ მახსოვს, ცხოვრებაში ასეთი ტკივილი განმეცადოს. საშინელი დეპრესია მაქვს…“

მარინა კარპი გიგი დედალამაზიშვილთან სიყვარულის შესახებაც საუბრობს:

„გიგი შეხვედრის დღიდან მიყვარს და რაც დრო გადის, უფრო მეტად და მეტად…

ჩემი დედამთილისგან ცხოვრებისეულ სიბრძნეს ვსწავლობ. ის ჩემზე უკეთ იცნობს გიგის, ამიტომ პატარ-პატარა ეშმაკობებს მასწავლის. როცა რამეზე გვიკამათია მე და გიგის, ციცი ყოველთვის ჩემს მხარეს დამდგარა. დამეხმარა ოჯახური წონასწორობის შენარჩუნებაში და იმაშიც, რომ მასწავლა, როგორ გავუძღვე ოჯახს…“

მარინა კარპი: „პირველივე დღიდან მიმიღეს და 12 წელია, რძალს მეძახიან. იყავი, საქართველო, მუდამ თავისუფალი…“

მარინა კარპი: „ხვალ ჩემი დაბადების დღეა, რომელსაც სევდიანად ვხვდები… ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა…“

მარინა კარპი გიგი დედალამაზიშვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს: „მიყვარხარ, ჩემო ერთადერთო!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g