ჟურნალი „სარკე“ აქვეყნებს ინტერვიუს მომღერალ მარიტა როხვაძესთან, რომელიც საუბრობს იმის შესახებ, რატომ მალავს საკუთარ პირად ცხოვრებას საჯაროობისგან.
– როდესაც 12 წლის წინ “ჯეოსტარში” 18 წლის გოგო გამოჩნდით, ძალიან მხიარული იყავით. ინტერვიუებში თამამად საუბრობდით საკუთარ გრძნობებზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, ასაჯაროებდით ყველა გრძნობასა და გატაცებას, მაგრამ ახლა პირად ცხოვრებაზე საუბარი აკრძალეთ. რა გახდა ამის მიზეზი?
– დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. რაც უფრო გულწრფელად და ალალად ვსაუბრობდი პირად ცხოვრებაზე, მით უფრო მეტი გამომიგონეს და გამივრცელეს ჭორები. მივხვდი, რომ არ უხარიათ, როდესაც შენ შეყვარებული ხარ, როდესაც ამ სიყვარულზე ლაპარაკობ და როდესაც ბედნიერი ხარ.
– ანუ თქვენი ურთიერთობები წარსულში ამგვარმა ჭორებმა და ზედმეტმა ყურადღებამ შეიწირა?
– კი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. როდესაც შენ გარშემო სულ რაღაცებს აგორებენ, ეს დამღლელია, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც შენ გვერდით არიან. ამიტომაც ამ ყველაფერზე აღარ ვლაპარაკობ და მირჩევნია, ბედნიერი ვიყო ჩემთვის, ჩუმად.
– გაქვთ სურვილი და შინაგანი განწყობა, რომ გახდეთ მეუღლე და დედა?
– ჯერ ადრეა. იმდენად კარგი გეგმები მაქვს, რომელიც საზღვარგარეთს უკავშირდება, რომ ჯერ ამ კუთხით მინდა საკუთარი ძალების მიმართვა. ამ ეტაპზე მირჩევნია, ერთ რამეზე ვიყო კონცენტრირებული და როცა დასახულ მიზანს მივაღწევ, შემდეგ ყველაფერი იქნება.
– მამაკაცების მიმართ შეხედულებები და გემოვნება ხშირად თუ გეცვლებათ და რას აფასებთ ყველაზე მეტად მამაკაცში დღეს?
– ურთიერთობაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან იყოს ერთმანეთის პატივისცემა. არასდროს არავისთან ვყოფილვარ მომთხოვნი და, მით უმეტეს, პრეტენზიული. არასდროს მითქვამს შეყვარებულისთვის, რამე ეყიდა ჩემთვის. ჩემთვის მთავარია პატივისცემა, გულწრფელობა და ნდობა.
– რა ტიპის მამაკაცები იქცევენ თქვენს ყურადღებას?
– მე რომ მიყვარდება, იქ ბევრი კრიტერიუმი მთავრდება. ყოფილა შემთხვევა, უთქვამთ, ასეთი ტიპაჟი როგორ მოგეწონა, შენ სულ სხვა ხარ და ის სულ სხვა არის, რა გაქვთ საერთოო. როგორც ჩანს, მე გულის ადამიანი ვარ და გრძნობებში გონებით ვერ ვხელმძღვანელობ.
– რაც პოპულარული გახდით, ასევე პოპულარულია თქვენი გახდომა-გასუქების საკითხები. ახლა ჰარმონიაში ხართ საკუთარ თავთან?
– კი, ვიცი, რომ 8 კილო მაქვს მომატებული, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს საკუთარი თავი. მივხვდი, რომ ბედნიერება და ჰარმონია წონაში არ არის. როდესაც საკუთარ თავს ისეთს მიიღებ, როგორიც ხარ, უფრო ბევრი რამ ლაგდება ცხოვრებაში.
ფოტო: მარიტა როხვაძეს ვარდების ულამაზესი თაიგული მიართვეს: „სულ ბზინავ და ბრჭყვიალებ…“
ვიდეო: „დღეს პრინცესულ ხასიათზე ვარ“ – მარიტა როხვაძე გულამოღებულ კაბაში ბრწყინავს
როგორ დაიკლო მარიტა როხვაძემ წონაში 6 კილოგრამი: „როცა ფორმაში ვარ, მიხარია სარკეში ჩახედვა…“
ფოტო: „ცხოვრება მშვენიერია” – მარიტა როხვაძე რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს