LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში 55 წლის მამაკაცი ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა

goris-gripi

მარნეულში 55 წლის მამაკაცი ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა. ის უმძიმეს მდგომარეობაში მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 16 იანვარს შეიყვანეს.

როგორც, რადიო „ფორტუნასთან“ ავერსის კლინიკის წარმომადგენელი აცხადებს, პაციენტს პოლიორგანული უკმარისობა და ე.წ. ღორის გრიპი დაუდგინდა. ის დღემდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების უკვე 21-ე დადასტურებული შემთხვევაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები