LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები მისცა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა

1198
ტრანსპორტი

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ისევ ძალაში დარჩა, მათ შორის სავალდებულოა პირბადეების ტარება. როგორც აღმოჩნდა, ამ მიმართულებით მარნეულში გარკვეული პრობლემებია. დღეს რამდენიმე ადამიანს, რომელსაც პირბადე არ ჰქონდა, მძღოლმა მისცა, თუმცა ტრანსპორტიდან ჩასვლისას უკან დაბრუნება მოსთხოვა. სავარაუდოდ, მძღოლი აპირებდა, ნიღბები სხვა მოქალაქეებისთვის დაერიგებინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

„მეხუთე სკოლის წინ რომ გაჩერებაა იქ მარშუტკაში ვიჯექი. მძღოლმა ორ მგზავრს სთხოვა, რომ პირბადეები უკან დაებრუნებინათ, მათაც დააბრუნეს. მაშინვე მივეცი მძღოლს შენიშვნა თუ რატომ აკეთებდა ამას და მან მიპასუხა, რომ კლიენტები რომ არ დაეკარგა, მოუწია პირბადეების თხოვება“  თქვა რადიო მარნეულთან საუბრისას რესპონდენტმა.

ადგილობრივმა მედიამ სატრანსპორტო კომპანიის დირექტორიც ჩაწერა, რომელმაც ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ მძღოლებს გაფრთხილება უკვე მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები