მარტინა მაკატჩენი „მეილ ონლაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მასა და ჰიუ გრანტს ამ დრომდე აქტიური მიმოწერა აქვთ. „რეალური სიყვარულის“ ვარსკვლავი ყვება, რომ ბოლო ის გრანტს ახალი სერიალის ნახვის შემდეგ ეკონტაქტა. საუბარი ეხება სერიალს „განადგურება“, სადაც გრანტი მთავარ როლს არულებს. მაკატჩენი თვლის, რომ ახალ როლში ჰიუ შეუდარებელია.

44 წლის მარტინა მაკატჩენი ყვება, რომ მასა და 60 წლის გრანტს დღემდე მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ: „

ბოლოს რომ ვნახე, საოცრად გახარებული იყო იმით, რომ უკვე 5 შვილის მამაა“ – აცხადებს მაკატჩენი. ის დასძენს, რომ ჰიუს დიდი დაბრუნება კინოში აუცილებელი იყო და ახალ სერიალმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მსგავსი თემები