LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილის საკრებულოსა და ენმ-ის წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

78
ზაალ გოროზია

მარტვილის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზაალ გოროზია ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი 5 ოქტომბერს, მარტვილში 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ბრალდება 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანი წითლიძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას ინფორმაცია გააჩნია, თუმცა მან დეტალებზე არ ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, ეს არის გაუგებრობა და ეს აუცილებლად გაირკვევა. დანარჩენი არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია.“– განაცხადა ანი წითლიძემ.

ცნობისთვის, მარტვილის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზაალ გოროზია, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ექსგუბერნატორის, ზაზა გოროზიას ძმაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g