LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშინ, როცა უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა, ვხედავთ, როგორ იზრდება საბიუჯეტო ხარჯები კორუფციისა და ფუფუნების ჭრილში: დეკანოიძე

35
ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა, საბიუჯეტო ხარჯები კორუფციისა და ფუფუნების ჭრილში იზრდება.

დეკანოიძე ამბობს, რომ გაღატაკებულ ეკონომიკაზე, გაზრდილ ხარჯებსა და ბიუჯეტთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრთან კითხვები აქვთ, რომელსაც აუცილებლად დაუსვამენ პარლამენტში მისულ უწყების ხელმძღვანელს:

“გაღატაკებული ეკონომიკა, გაზრდილი ხარჯები, გაბერილი ბიუჯეტი. მაშინ, როცა კოვიდპანდემიის პერიოდში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა, ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იზრდება, მათ შორის საბიუჯეტო ხარჯები სწორედ კორუფციისა და ფუფუნების ჭრილში. ამიტომ ყველა ამ თემაზე საკითხს ჩვენ ფინანსთა მინისტრს დავუსვამთ.” – თქვა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები