LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველი ძაღლები 12-წლიანი მუშაობის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გააცილეს

371
BeFunky-collage (4)

დღეიდან სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი 12-წლიანი მუშაობის შემდეგ სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ.

“მათ 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა – ტინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი. მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g