დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩაზე განვითარებული მეწყრული პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შაუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
დასკვნის თანახმად, მაჭავარიანის ფერდის ბლოკური მეწყერი კვლავ დინამიკაშია, ხოლო მისი სხეული ინტენსიურ დეფორმაციას განიცდის.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბლოკურ მეწყერში, კლდოვანი ქანების დიდი ბლოკებით აგებული არასტაბილური და დინამიკაში რთულად პროგნოზირებადი, ფერდობზე გრავიტაციულად მეწყრული მასა იგულისხმება, რომელსაც ერთი ან რამდენიმე დაცურების ზედაპირი გააჩნია. ახასიათებს უცაბედი და რთულად პროგნოზირებადი მოწყვეტა.
ანგარიშის დასკვნისა და რეკომენდაციების ნაწილში კი ვკითხულობთ, რომ მეწყრის მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები ( ფერდის გამოფიტვა)
- .მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას.
- დაძაბულობის სრული ველის შესაფასებლად აუცილებელია აპარატურა, რომელიც დაკვირვების რეზოლუციას გაზრდის.
- მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, შესაბამისად, მოწყვეტის შემთხვევაში დიდი ალბათობაა არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას.
- გეოფიზიკურ პროფილებზე ცხადად დაკვირვება შესაძლო მოწყვეტის ზედაპირები.
- მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისთვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება და ა.შ
ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ მეწყრის დაძვრის შემთხვევაში აუცილებელია განიხილონ ყველა შესაძლო ექსტრემალური სცენარი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის:
“სრულყოფილი მონიტორინგისთვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა, ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მიუხედავად ამისა, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია.
“ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა,” – ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრის ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრი მეწყრული პროცესების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.