მცხეთა-მთიანეთში უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანისთვის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარების მიზნით მოქალაქეთა გამოყვანის პროცესი ვერტმფრენებით დაიწყო.
უწყების ცნობით, მოქალაქეები გამოჰყავთ სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგალი.
“მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად, საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანის პროცესი დაიწყო.
მოქალაქეთა გამოყვანა ხორციელდება სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგლი.
რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ, დღეს დილიდან კი, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთო”,- ნათქვამია განცხადებაში.