LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: ნებისმიერი პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება – აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა! ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის

117
მამუკა მდინარაძე

„ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნული განცხადებით აფხაზეთობას ეხმაურება.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის, რაც „თავის მხრივ, საქართველოს ომში ჩართვის შესახებ გლობალური თუ რეგიონული „ომის პარტიის“ პრაქტიკულად გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება“:

„ქართული ოცნების“ გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, აფხაზეთის დღეს გილოცავთ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

„საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და პირველ რიგში, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის.

ეს თავის მხრივ ეწინააღმდეგება გლობალური თუ რეგიონული „ომის პარტიის“ პრაქტიკულად გაცხადებულ მიზანს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ. სწორედ ამიტომ „ტესტავენ“ ისინი აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. თანაც, ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, რომ თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი „რუსული ნარატივია“.

ეს არის ქართული მიზანი და ეროვნული საქმე! ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა! გილოცავთ აფხაზეთობას!“– წერს მამუკა მდინარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები