ჯგუფ „მძიმე ჯვარის“ წევრები კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან კონცერტისთვის, რომელიც 21 მაისს „ივენთ ჰოლში“ იგეგმება. აღსანიშნავია, რომ იმ შემადგენლობით, რომლითაც ისინი მსმენელის წინაშე კვლავ წარდგებიან, ბოლოს 2006 წელს დაუკრეს – ლევან ბეიტრიშვილი – ვოკალი, მამუკა ჩიხლაძე – გიტარა, ლევან კაპანაძე – ბასგიტარა.
ჯგუფი „მძიმე ჯვარი“ 1988 წელს ჩამოყალიბდა, მათი პირველი ალბომი „მძიმე ჯვარი VOL1“ კი 1997 წელს გამოიცა, 2002 წელს – „მძიმე ჯვარი VOL2”, ხოლო 2007-ში „Fan-X”-ის პრეზენტაცია შედგა. სწორედ ამ ალბომებში შესულ სიმღერებს შეასრულებენ „ივენთ ჰოლის“ სცენაზე.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე იგეგმება საინტერესო კოლაბორაცია ეთნო-ჯაზ ჯგუფ „გორდელასთან“, რაც მუსიკოსებისთვის ერთგვარი ექსპერიმენტი, მაყურებლისთვის კი სიურპრიზი იქნება.