LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ბიჭი მინდოდა, დედას და ანეტას გოგო.. სიხარულისგან ცოტათი ცუდად გავხდი“ – რატომ მალავდა ნატო გელაშვილის რძალი ორსულობას

21183
ჭოხონელიძეს

„ჩემო მაგარო ადამიანებო დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას თბილი სიტყვებისა და ემოციებისთვის.

„ცოტაც და საპატიო წოდება „ბებია“ მომენიჭება“ – ნატო გელაშვილი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

ყველაზე დიდი საჩუქარი უფალმა გამიკეთა, მაჩუქა წოდება მამის და პატარა ბიჭი, რომელმაც ჩემი ძმის სახელი უნდა ატაროს – პატარა ლუკა ჭოხონელიძე გვეყოლება მე და ანეს“, – ეს ემოციური პოსტი კომპოზიტორ ნატო გელაშვილის ვაჟმა, გიორგი ჭოხონელიძემ საკუთარი დაბადების დღიდან ორ დღეში განათავსა სოციალურ ქსელში და მეგობრებს, ახლობლებს შვილის მოლოდინით გამოწვეული სიხარული გაუზიარა.

ჟურნალი „სარკე“ გიორგი ჭოხონელიძესა და ანეტა ნიკურაძეს ესაუბრა. ინტერვიუში გიორგი ამბობს, რომ ემოციების დიდად გამოხატვა არ სჩვევია, მაგრამ მეუღლის ორსულობის ამბავი რომ გაიგო, ცუდად გახდა. ასევე განმარტავს, რომ ბიჭი იმიტომ არ უნდოდა, რომ ის გვარის გამგრძელებლად მიიჩნევა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„არ მჩვევია ემოციების დიდად გამოხატვა, მაგრამ რაც შეეხება ორსულობას და ბავშვს, ამის გაგებაზე თავი ვერ შევიკავე. ცრემლები მომეძალა, სიხარულისგან ცოტათი ცუდად გავხდი. მე ბიჭისგან ვიხრებოდი, ანეტას უფრო გოგო უნდოდა. მერე დავპატიჟეთ ოჯახის წევრები მეგობრები და საზეიმოდ გავიგეთ სქესი. როგორც დავწერე, ვარქმევ ლუკას, მეორე ლიკა ჭოხონელიძე გვეყოლება.

უბრალოდ ვიცი, როგორ უნდა გავზარდო ბიჭი. თავად გავიარე ყველა ეტაპი. გარკვეული მაქვს რა არის კარგი და რა არის რთული. ამიტომ ჩემი აზრით, ბიჭს უკეთესად გავზრდი. დედას კი გოგო უნდოდა, რადგან უკეთ იცის გოგოს თემები. ისე კი პირიქით ამბობენ, გოგო მამის არის და ბიჭი -დედისო. მშობლისთვის ორივე დიდი ბედნიერებაა. კიდევ იმიტომ მინდოდა ბიჭი, რომ ლუკა ჭოხონელიძე მყოლოდა“. – ამბობს გიორგი.

ანეტა ნიკურაძე:

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი და მისაბაძი ადამიანი ჩემთვის ნატოა, საოცარი თვისებები აქვს, რასაც იშვიათად ნახავთ სხვებში. ისე ღირსეულად იცხოვრა და ისე მოვიდა დღემდე იოტისოდენა ლაქა არ მოსცხებია

მოგეხსენებათ, ფეხმძიმობა განსხვავებულ შეგრძნებებთან ასოცირდება. ორგანიზმში იწყება ცვლილებები. როგორც კი ეს დავაფიქსირე, მეგობრის რჩევით შევიძინე ტესტი. რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა, ეს მხოლოდ ჩვენ გოგონებმა იცოდნენ. ერთად დავგეგმეთ, როგორ მეთქვა გიორგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საოცარ ეიფორიაში ვიყავი, ვეცადე, იმ დღეს არ გაეგო. მინდოდა, ექიმთანაც გადამემოწმებინა, რომ პასუხი დადასტურებული ყოფილიყო.

ექოსკოპიაზე მითხრეს, რომ ნამდვილად ფეხმძიმედ ვიყავი. მომცეს ფოტო, სადაც პატარა წერტილია გამოსახული. ეს არის ჩვენი შვილი. გიორგი მანქანაში ვუთხარი, რომ მამა ხდებოდა“, – ამბობს ანეტა.

გიორგი ჭოხონელიძე: „ბიჭია, ბიჭიი!.. პატარა ლუკა ჭოხონელიძე გვეყოლება მე და ანეს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები