მუსიკოსი დათო ევგენიძე, რომელსაც მეგობარმა, მომღერალმა გიორგი მახარაშვილმა ღვიძლი გადაუნერგა, სოციალურ ქსელში წერს, რომ მის ჩამოსაყვანად “ღვიძლი ძმა” ჩადის.
“მე გამიგრძელდა სტამბოლში ყოფნა და ჩემი ღვიძლი ძმა, მახარა ჩამოდის, რომ დამაბრუნოს თბილისში”, – წერს მუსიკოსი.
შეგახსენებთ, მუსიკოსმა დათო ევგენიძემ სტამბოლში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. დონორი კი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო.
„დასრულდა ურთულესი და ძალიან გრძელი ოპერაცია…კარგად არის ყველაფერი” – ლიკა ევგენიძე