“მე მინდა ობიექტური იყოს სახალხო დამცველი, ფაქტია, რომ სადაც გაჩნდა ვაკუუმი, სახალხო დამცველმა შეავსო ოპოზიციის მხარეს,” – ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანის თქმით, ნინო ლომჯარია სხვა მხარეს არის გადახრილი და მიმდინარე პროცესებში ის ხელს მეორე მხარეს უწყობს:
“ვიღაცები, რაღაც ინსტიტუციები, პოლიტიკური ჯგუფები ირჩევენ მხარეებს, ჩემი აზრით, ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს და ის ამ მოძრაობაში და პროცესში უფრო ხელს უწყობს მეორე მხარეს. მე ასე ვხედავ, შეიძლება ვცდებოდე.
დაისვა თუ არა კითხვა, რატომ უნდა მოხდეს პატიმარ სააკაშვილის გადაყვანა, დასვა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ეს კითხვა – დაესახელებინათ ერთი სერვისი, რომელსაც პენიტენციური სისტემა ვერ აწვდის პატიმარს, პასუხის გასაცემად მაშინვე შეიკრიბა რაღაც ჯგუფი ლომჯარიას მხრიდან.
ღმერთმა ქნას, ობიექტური იყოს ეს დასკვნა, არ ვიცი, მე მინდა ობიექტური იყოს სახალხო დამცველი, ფაქტია, რომ სადაც გაჩნდა ვაკუუმი, სახალხო დამცველმა შეავსო ოპოზიციის მხარეს.” – განაცხადა დავითულიანმა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი დასკვნას აქვეყნებს