შვეიცარიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორი პრეპარატის კომბინაციით ძუძუს სიმსივნური უჯრედები ცხიმოვან უჯრედებად აქციეს. ამით მეცნიერთა ჯგუფმა უჯრედების მეტასტაზებად გადაგვარებას შეუშალეს ხელი და პრაქტიკულად კიბო დაამარცხეს. ამ კვლევის შესახებ გამოცემა Cancer Cell ჯერ კიდევ იანვარში წერდა.
მეცნიერებმა გამოცდა ქვეწარმავლებზე ჩაატარეს და კიბოს აგრესიული ფორმის დასამარცხებლად ორი პრეპარატის კომბინაცია გამოიყენეს, ესენია როსიგლიტაზონი და ტრამეტინიბი, სწორედ ამან გამოიწვია ლიპოგენოზი, ეგრეთ წოდებული გაცხიმოვნება. მართალია ყველა უჯრედი არ გაცხიმოვანდა, მაგრამ პირველად მდგომარეობას არც ერთი უჯრედი არ დაბრუნებია.
მენციერები ამბობენ, რომ პრეპარატი ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე მოიწონა და მისი წარმოება უახლოესი პერიოდის გეგმაა.