LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

65
02db6fe-kyiv690

კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები დარტყმების სხვადასხვა ადგილას“, – აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამხურში.

ამასთან, შსს-ის ხელმძღვანელის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ვოლოდიმირსკის ქუჩაზე გრუშევსკის ძეგლთან დაეცა, სადაც ამჟამად მაშველები მუშაობენ.

უკრაინული მედიის ცნობით, დედაქალაქის ცენტრში, შემთხვევის ადგილზე ავტომობილები იწვის.

მანამდე კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რამდენიმე აფეთქება იყო კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები