LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: მძევლებს შორის ზუგდიდის მერის ოჯახის წევრი არ არის

159
BeFunky-collage - 2020-10-21T175219.273

ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” მყოფ მძევლებს შორის ქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ოჯახის წევრი არ იმყოფება. ინფორმაცია “ფორტუნას” ზუგდიდის მერიაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ,  სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში, სადაც ამ დრომდე ბოროტმოქმედებს რანდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავთ აყვანილი, ზუგდიდის მერის ოჯახის წევრიც იმყოფებოდა.

“სამწუხაროა, რომ ქალაქში მსგავსი ფაქტი ხდება და ამ დრომდე შენობაში მძევლები იმყოფებიან. გეტყვით, რომ მძევლებს შორის ზუგდიდის მერის ოჯახის წევრი არ იმყოფება და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – განაცხადა “ფორტუნასთან” მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.

ამ დროისათვის მერიის თანამშრომლები შენობის პერიმეტრიდან გაყვანილები არიან, ვინაიდან აღნიშნული ბანკი ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” მიმდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ადგილზე უსაფრთხოებას შს სამინისტროს საპატრულო პოლიცია იცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები