LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მედიკამენტები არ გჭირდებათ, ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეთ!“ – როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსისგან გამოწვეულ დეპრესიას

527
news202111

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მორიგი ლაივ-ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს აძლევს. ამჯერად, ღოღობერიძე კორონავირუსისგან გამოწვეულ სტრესზე საუბრობს და საზოგადოებას 10 რჩევას უზიარებს, რისი დახმარებითაც ისინი დეპრესიის დაძლევას შეძლებენ.

ექიმი აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა შეიძლება ის ზიანი არ მოუტანოს ორგანიზმს, რასაც თავად სტრესი იწვევს.

1. გიორგი ღოღობერიძის პირველი რჩევა ეხება მედიასაშუალებებთან კონტაქტს.

ექიმი საზოგადოებას ურჩევს, რომ მოერიდონ მძიმე თემების შესახებ ინფორმაციის მიღებას. აირჩიონ ერთი ან ორი მედიასაშუალება, რომლებსაც ენდობიან და არ დაეყრდნონ გაბუქებულ ინფორმაციას.

„დანარჩები საინფორმაციოები გამორთე, ენდე მხოლოდ სანდო წყაროს. მიიღე ინფორმაცია, ოღონდ თუ დაიტვირთები დეზინფორმაცით“-აღნიშნავს ექიმი.

2. მეორე რჩევა, რაც ღოღობერიძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, გარემოცვას და მეგობრებს ეხება. ღოღობერიძე ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება სწორი მეგობრები, რომ ყველაფერზე გვქონდეს სწორი რეაქცია.

3. ექიმის შესაფებითვე, იზოლაციას ახლავს დეპრესია და დეპრესიას ასევე ახლავს იზოლაცია. ეს კი არის მანკიერი წრე, ერთმანეთს აძლიერებენ და საბოლოო ჯამში, ადამიანი ჩაკეტილი ხდება.

„უყურებ 24 საათი 4 კედელს და ამის იქით აღარ იყურები, ეს მძიმე ჯაჭვი უნდა შეწყდეს! ამიტომ უნდა იყოლიო მეგობრები. მისვლა-მოსვლა არ შეიძლება, იყოს ეს თუნდაც სოციალურ ქსელში.

ჩვენ ვართ სოციალური არსებები და გვჭირდება ხალხთან ურთიერთობა, იმუნიტეტი ქვეითდება, როცა თავის ტვინი ვერ აქტიურობს.“

4. გიორგი ღოღობერიძის მეოთხე რჩევა რუტინის შემუშავებას ეხება.

„დილით რომ ადგებით, ისე მოიქეცით თითქოს სამსახურში მიდიხართ, დაჯექით მაგიდასთან ისე, თითქოს ოფისში ხართ. სამზარეულოში რომ შეხვალთ, იქაც მსგავსი წესებით იმოქმდეთ. ყველა ოთახს მიეცით საკუთარი დანიშნულება, რათა ამ სტრესიდან გამოხვიდეთ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ერთი და იგივე პოზიციაში, ამიტომაც არის რომ ვითრგუნებით, გვივითარდება დეპრესია, შფოთვა. თავის ტვინს სჭირდება ცვალებადი გარემო, რომელიც შენ თვითონ უნდა შექმნა!“

5. ექიმის მორიგი რჩევა ალკოჰოლსა და მოწევაზე დამოკიდებულ ადამიანებს ეხებათ. გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ სტრესის ფონზე, ადამიანები ეწევიან და სვამენ უფრო მეტს, ვიდრე მანამდე.

„მოწევის ფონზე ზიანდება სისხლძარღვები და უფრო მეტია თრომბოზის რისკი, ნუ მოწევ! ალკოჰოლის მიღების ფონზე ვითარდება სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებიც, ნუ დალევ! მარიხუანაზე კი გეტყვით, რომ შიზოფრენიას იწვევს.“

ექიმი ურჩევს ხალხს, რომ რაიმე სასარგებლოში დახარჯონ ენერგია.

6. ექიმი მეექვსე რჩევით მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მიუხედავად იზოლაციისა, მათ შეუძლიათ ბუნებაში ისეირნონ და ამით მიიღონ დადებითი ემოციები.

„გადი გარეთ, იზოლაციაში კი ხარ, მაგრამ ეს იზოლაცია არ ნიშნავს იმას, რომ გეკრძალება გარეთ სეირნობა. გადი ბუნებაში, ტყეში… აღმოაჩინე, რომ სამყარო ძალიან საინტერესოა.“

7. ექიმის კიდევ ერთი, მორიგი რჩევა ფინანსების მართვას ეხება.

„ფინანსებს გაუფრთხილდი იმიტომ, რომ კოვიდი შეიძლება კიდევ დიდხანს იყოს და არ გეყოფა ფული, შეწყვიტე სეილების შესახებ ინფორმაციის „სქროლვა“!”

8. გიორგი ღოღობერიძის კიდევ ერთი რჩევა ემოციების და სიყვარულის გამოხატვას ეხება.

„გამოხატე სიყვარული! ჩვენ სულ ნეგატივს ვიღებთ, როგორმე უნდა დააბალანსო პოზიტიურით, დაურეკე საყვარელ ადამიანებს და უთხარი, რომ გიყვარს. როცა ეტყვი, რომ გიყვარს, ისიც გეტყვის ანალოგიურს, უკვე მიიღებ პოზიტიურ ინფორმაციას და ამ ნეგატივს დააბალანსებ პოზიტიურით. როცა გასცემ სითბოს, მიიღებ სითბოს! ამას ქვია ბუმერანგის ეფექტი.“

9. ექიმი მე-9 რჩევით ხალხს მოძრაობისკენ და უფრო მეტი აქტივობისკენ მოუწოდებს.

„იზოლაციაში ძირითადად უფრო მეტს ჭამენ, არ მოძრაობენ, როცა არ მოძარაობთ ღრმა ვენები ითრომბება, ფილტვები არ ვენტილირდება და საბოლოო ჯამში, ქვეითდება იმუნიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე მეტი იმძრაო, მეტ მოძრაობას შეუძლია მოგცეს ბევრი სარგებელი-გამოგიყვანოს დეპრესიიდან, პანიკიდან, სტრესიდან. ასევე გამოგიყვანოს იმუნური სისტემის დათრგუნვის მდგოამრეობიდან, შეგიმციროს გულის დაავადებების რისკი და კოვიდის მძიმე ფორმის განვითარების ალბათობა. ჩართე მუსიკა და ისწავლე ცეკვა, იოგა, ვარჯიშები!

გამოიყენე იზოლაციის მდგომარეობა იმისთვის, რომ განვითარდე. იზოლაცია გვაძლევს საშუალებას გავხდეთ უფრო მეტი, ვიდრე ვართ.“

10. გიორგი ღოღობერიძის აზრით, იზოლაციის პერიოდი ადამიანებმა პროდუქტიულად უნდა გამოიყენონ.

„ჩართე ტვინი და ფოკუსირდი იმაზე, თუ როგორ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ, კოვიდი შეიძლება ჯერ არც დამთავრდეს. ფოკუსირდი იმაზე, რომ უკეთესი გახდე. მედიკამენტები არ გჭირდებათ, ჩვენ სხეულში ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეთ!“-აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g