LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედჩუკს გადარჩენისთვის უკრაინის ციხეში ყოფნა სჭირდება – პოდოლიაკი პუტინის შვილის ნათლიაზე

182
Untitled design

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი პუტინის შვილის ნათლიისა და ახლო მეგობრის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას ეხმიანება.

მიხაილ პოდოლიაკი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გადარჩენისთვის ვიქტორ მედვედჩუკს ახლა უკრაინის ციხეში ყოფნა სჭირდება.

მისი განცხადებით, ახლა პოლიტიკოსისთვის ციხეში ყოფნა უფრო უსაფრთხო იქნება:

“დღეს მედვედჩუკს სჭირდება უკრაინის ციხეში ყოფნა, გარანტირებული გრძელვადიანი პატიმრობით, იმისათვის, რომ გადარჩეს. რუსეთის ფედერაციაში მას აუცილებლად მოკლავენ, როგორც პიროვნებას, რომელიც სისტემატურად იტყუებოდა უკრაინაში არსებულ განწყობებზე, სძალავდა ფულს და საბოლოო ჯამში, ომის ერთ-ერთი ინიციატორი გახდა”, – წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვლადიმირ პუტინის მეგობარი და ერთ-ერთი შვილის ნათლია, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავა.

ფაქტის ამსახველი ფოტო უკრაინის პრეზიდენტის ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.

პუტინის შვილის ნათლია და ახლო მეგობარი ვიქტორ მედვედჩუკი დაკავებულია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები